სტატისტიკა





სიკვდილით დასჯის 15 ყველაზე საშინელი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში

1. სიკვდილი სპილოს ქვეშ.
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში პოპულარული იყო სიკვდილით დასჯა სპილოს მეშვეობით. სიკვდილმისჯილს სპილო უბრალოდ სრესდა... მეტიც ეს მეთოდი იმდენად აქტუალური იყო, რომ დაიწყეს სპილოების სპეციალურად გაწვრთვნა.
2. გასეირნება დაფაზე.
სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი პოპულარული იყო მეკობრეებს შორის. ხშირ შემთხვევაში სიკვდილმისჯის დახრჩობის დროც კი არ ჰქონდა, რადგან გემს ძალიან ხშირად თან მშიერი ზვიგენები დასდევენ.
3. ბესტიარიუმი
ბესტიარიუმი - ეს გახლდათ ძალიან პოპულარული გასართობი ძველ რომში. ამ დროს სიკვდილმისჯილები გამოდიოდნენ არენაზე და ებრძოლებოდნენ გარეულ ცხოველებს. რიგ შემთხვევებში მსგავს ბრძოლებში მოხალისეებიც მონაწილეობდნენ, სანაცვოდ კი საკმაოდ სოლიდურ გასამრჯელოს იღებდნენ. პოლიტიკური მოტივებით ტყვეობაში მყოფი სიკვდილმისჯილი საბრძოლველად ყოველგვარი შეიარაღების გარეშე გადიოდა.
4. მაზატელო.
სიკვდილით დასჯის ამ მეთოდის სახელწოდება ჩაქუჩიდან მოდის. სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით სჯიდნენ სიკვდილით ადამიანებს მე-18 საუკუნეში. ჯალათი სიკვდილ მისჯილს ჩაქუჩით თავს უჩეჩქვავდა, თუმცა როგორც ისტორია გვამცნობებს, ამ მდროს მსხვერპლი არ კვდეობდა, არამედ ყრუვდებოდა, ხოლო ყოველივე ამის შემდეგ მას ჭრიდნენ ყელს.
5. ჩამოხრჩობა ამწეკრანის მეშვეობით.
სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო დღეს-დღეობით მას კვლავ ხშირად მიმართავენ ირანში. სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი ძალიან ჰგავს უბრალო ჩამოხრჩობას, თუმცა პრინციპი ძალზედ განსხვავებულია: სიკვდილმისჯილს ფეხებ ქვეშ არ ეცლება ლუქი და არც სკამიდან აგდებენ მას, არამედ ამწეკრანის მეშვეობით წევენ მათ პირდაპირ ჰაერში.
6. გატყავება.
ადამიანის გატყავებას ხშირად მიმართავდნენ იმ მიზნით, რომ დაეთესათ შიში ხალხში. ჩვეულებისამებრ გატყავებულ კანს აკრავდნენ კედელზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
7. სისხლიანი არწივი.
სკანდინავიურ საგებში აღწერილია სიკვდილით დასჯის სისხლიანი მეთოდი: სიკვილ მისჯის ხერხემალზე უკეთებდნენ დიდ ჭრილობას,შემდეგ ამ ჭრილობიდან გამოჰქონდათ ნეკნები ისე, რომ ისინი მაქსიმალურად მიმგვანებულიყვნენ არწივის ფრთებს, ხოლო ამის შემდეგ ამავე ჭრილობიდან გარეთ გამოჰქონდათ ფილტვები და კიდებდნენ მათ ნეკნებზე. ყოველივე ამის პარალელურად ჭრილობებზე აყრიდნენ მარილს...
8. სიკვდილმისჯილის ცოცხლად შეწვა.
მსხვერპლს ათავსებდნენ ჰორიზონტალურად განლაგებულ კლეტკაზე, რომლის ქვეშაც აწყობდნენ გავარვარებულ ნაკვერჩხალს. სიკვდილმისჯილს ძალიან ნელა და სასტიკად უწევდა ტანჯვა. ზოგჯერ სიკვდილით დასჯის ეს მეთოდი რამდენიმე საათს გძელდებოდა.
9. გასრესვა.
ევროპაში და ამერიკაშე ასევე არსებობდა მეთოდი, რომელიც ძალიან წააგავდა ინდოეთში სპილოებით გასრესვის მეთოდს, თუმცა განსხვავება იმაში იყო, რომ ამ შემთხვევაში მსხვერპლს ქვებით სრესდნენ. როგორც წესი ამ მეთოდს მიმართავდნენ იმისთვის, რომ მოეპოვებინათ აღიარება მსხვერპლისგან. ყოველ ჯერზე, როდესაც სიკვდილმისჯილი უარს ამბობდა დანაშაულის აღიარებაზე და ბოდიშის მოხდაზე, ჯალათი თითო ქვას ამატებდა. აი ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მსხვერპლი ბოლომდე არ გაისრისებოდა...
10. ესპანური "კატის თათი".
ეს მოწყობილობა ასევე ცნობილია "კატის თათების" სახელით. ჯალათები მისი მეშვეობით სიკვდილს მისჯილს მთელ ტყავს აძრობდნენ.
11. ცეცხლზე დაწვა.
მთელი ისტორიის მანძილზე ეს გახლავთ ყველაზე პოპულარული მეთოდი სიკვდილით დასასჯელათ. მსხვერპლს უმართლებდა, თუ მას რამდენიმე ადამიანთან ერთად წვავდნენ, რადგან ამ დროს ალი გაცილებით დიდი იყო და სიკვდილს ნახშირბადით გაგუდვა იწვევდა და არა ბოლომდე დაწვა. ეს რა თქმა უნდა გაცილებით უმტკივნეულო იყო.
12. ბამბუკი.
ძალიან ხანგრძილივი და მტკივნეული სიკვდილით დასჯის მეთოდი გამოიყენებოდა აზიაში. მსხვერპლი მიბმული იყო ბასრ ბამბუკზე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბამბუკი ფენომენალურად სწრაფად იზრდება (30 სმ დღეში), იგი ძალიან მალე აღწევდა სიკვილმისჯილის სხეულში და ძალიან ნელა, ძალია მტკივნეულად უღებდა მას ბოლოს.
13. ცოცხლად დამარხვა.
მთელი კაცობრიობის ისტორიაში ეს მეთოდი გამოიყენებოდა მთავრობის მიერ დამნაშავეების დასასჯელად. ბოლო მსგავსი ქმედება განხორციელდა 1937 წელს, როდესაც იაპონელმა ჯარისკაცებმა ცოცხლად დამარხეს ჩინელები.
14. ლინ ჩი.
კიდევ ცნობილი, როგორც "სიკვდილი ათასი ჭრილობისგან". სიკვდილით დასჯის ეს ფორმა გულისხმობდა მსხვერპლის ნაწილებად დაჭრას ნელ-ნელა. ჯალათი ცდილობდა მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა წამების პროცესი და მოქმედებდა ისე, რომ მალევე არ მოეკლა მსხვერპლი.
15. კოლუმბიური ჰალსტუხი.
კოლუმბიელი ნარკოკარტელები მიმართავდნენ სიკვდილით დასჯის ამ მეთოდს. ასე ისინი აძლევდნენ ნიშანს პოლიციელებსა და კონკურენტებს. მსხვერპლს ჭრიდნენ ყელს და იქიდან გამოჰქონდათ ენა...

Комментариев нет:

Отправить комментарий