სიკვდილით დასჯა - სასჯელის უმაღლესი ზომაა.ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ,რაც გათვალისწინებულია კანონით უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, დღესაც
მიიჩნევს, რომ სიკვდილით დასჯა ყველა ქვეყანაში უნდა იყოს კანონით გათვალსწინებული.
ალბათ, ჯერ კიდევ არ მიგვიღწეია განვითარების
უმაღლესი საფეხურისთვის, განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიის გამოგონება და შექმნა არ არის.
დღესდღეობით, ევროპის ძირითადი პარტიების წევრებს
შორის, სიკვდილით დასჯის მომხრე თითქმის აღარავინ მოიძებნება. ამ საკითხისადმი მიდგომა
ყველაზე მეტად განასხვავებს ევროპასა და ამერიკას. პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც
სიკვდილით დასჯა ყველანაირ დანაშაულზე გააუქმა, იყო პორტუგალია, (1867 წელი) ხოლო უკანასკნელი
ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომელმაც თავისი სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოშალა
სიკვდილით დასჯა ყველა კატეგორიის დანაშაულისთვის, იყო დიდი ბრიტანეთი, (1999 წელი)
თუმცა 1964 წლიდან ამ ქვეყანაში სიკვდილით არავინ დასჯილა.
როგორც დასაწყისში ავღნიშნე, არსებობს განუვითარებელი
ადამიანების ბრბო, რომლეისთვისაც არ არსებობს არანაირი ადამიანობა , კვლავ ჩარჩენილნი
არიან საბჭოთა კავშირის პერიოდში და დღემდე ითხოვენ სასჯელის უმაღლესი ზომის კვლავ
აღდგენას, რაც საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის მიუღებელია და არასდროს აღარ მოხდევა.
სიმკაცრე არასდროს არ არის შველა. მეოცე საუკუნის დასასრულისთვის, უკვე ისეთი პოლიტიკური
გარემო იყო რომ, საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ სიკვდილით დასჯა გააუქმა, თუმცა
სიკვდილით დასჯა დღესაც მოქმედებს აშშ-ს ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში.
საზოდაგოდბა და სახელმწიფო უნდა ცდილობდეს დამნაშავის
გამოსწორებას. მოდით განვიხილოთ დემოკრატიული მაჩვენებლთ პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა
- ნოვეგია. აქ სასჯელები შერბილებულია, ყველაზე მძიმე სასჯელი არის 25 წლით თავისუფლების
აღკვეთა, ციხეები კომპორტულად არის მოწყობილი და დამნაშვეებს არ ექცევიან როგორც დაბალი
დონის ადამიაებს.
სიცოცხლის უფლება ადამიანის უმაღლესი უფლებაა,
რომლის შელახვაც, არც კანონიერად შეიძლება და არც უკანონოდ. ჩვენი სისხლის სამართლის
39-ე მუხლში მოცემულია პოზიტიური სპეციალური პრევენციის მიზანი, რომელიც გულისხმობს,
რომ: „1. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება
და დამნაშავის რესოციალიზაცია. 2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა
პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე
პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები
გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.
3. სასჯელი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.“ სიკვდილით
დასჯა დანაშაულს ვერ აღმოფხვრის, რადგანაც მოკვლა დროის ერთ მონაკვეთში შესრულდება
და სხვისთვის კარგი მაგალით ვერ იქნება, პირიქით საზოგადოების აგრესიაც შეიძლება გამოიწვიოს.
მსოფლიოში ყოველ წლიურად 2000 -ზე მეტი ადამიანს
სიკვდილით სჯიან.ამ უსიამოვნო მაჩვენებლით ჩინეთი ლიდერობს,სადაც ყოველ წლიურად
1000 -ზე მეტ ადამიანს სასჯელის უკიდურესი ფორმა ეხება. 2008 წელს სიკვდილი 1781 ადამიანს
მიუსაჯეს,ხოლო 2013 წელს კი ამ რისხვმა 7003 -ს მიაღწია.
ძველ საქართველოში სიკვდილით დასჯის განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულის დროს მიმართავდნენ, უფრო მეფისა და სახელმწიფოს ღალატისთვის, აგრეთვე
მეფის პირადი საჯარო შეურაცხყოფისათვის, მეკობრეობისათვის. გიორგი III-ის 1170 სიგელის
მიხედვით, სიკვდილით დასჯა „მრავალჯერ“ პარვისთვისაც ყოფილა დაწესებული. სიკვდილით
დასჯის სხვადასხვა ფორმით სრულდებოდა: ჩამოხრჩობა, მოშთობა, კლდიდან გადმოგდება, ცეცხლზე
დაწვა
თამარ მეფის მეფობის პერიოდში, როდესაც ქვეყანა
იმყოფებოდა თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურზე, უარი თქვა სასჯელის ამ ფორმაზე,
მაგრამ მოგვიანებით, საბჭოთა იმპერიის ბატონობის პერიოდში სიკვდილით დასჯა წარმოადგენდა
ქვეყნისათვის „საშიში ადამიანებისგან“ გაწმენდის საშუალებას. სინამდვილეში კი, ეს იყო
თავდაცვა განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოებისგან, რომელთაც შეეძლოთ აჯანყების მოწყობა.
სასჯელის ისეთი ფორმა, როგორიც სიკვდილით დასჯაა, საქართველოში 1997 წლის 11 ნოემბერს
გაუქმდა. სიცოცხლის უფლება ადამიანის უმაღლესი უფლებაა, რომლის შელახვაც, არც კანონიერად
შეიძლება და არც უკანონოდ. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის
15 მუხლი: სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. სიკვდილით დასჯა
აკრძალულია.
მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ სიკვდილით
დასჯას არ აქვს ბოროტმოქმედების შემაკავებელი ეფექტი. ვინაიდან, მართლმსაჯულების სისტემა
ვერასოდეს ვერ დაამტკიცებს ასი პროცენტით დანაშალს და სასამართლოში შეცდომები ხშირად
ხდება, სიკვდილით დასჯის გამოყენება დაუშველებია, რადგან უდანაშაულოს დასჯა გამორიცხული
არ არის. მთავრობას რომელიც სამაგიეროს უხდის დამნაშავეს და კლავს მას, შურისმგები
მთავრობაა და ის საზოგადოებაში ძალადობის ციკლის განვითარებას უწყობს ხელს.
მკვლელობა საშინელი დანაშაულია. რელიგიური თვალსაზრისითაც
გაუმართლებელია სიკვდილით დასჯა. კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ დიდი ცოდვაა, რადგანაც
ჩვენ ამით ბოროტებას კი არ მოვსპობთ, არამედ გავამრავლებთ. მინდა გამოვიყენო წმინდა
ბასილი დიდის დარიგება: „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება
უწამლო“. სიცოცხლე ღვთის მიერ მონიჭებულია და არავის აქვს უფლება რომ ის წაართვას ადამიანს,
თანაც, როდესაც პიროვნება ჩაიდენს დანაშაულს, პატიმრობის დროს მას აქვს დრო იფიქროს
თავის საქციელზე და მოინანიოს იგი. წმინდა მამები ამბობენ, რომ ნახევარწამიანი მონანიებაც
კი აცხოვნებს ადამიანს, ანუ, დახვრეტამდეც შეუძლია შენანება, მაგრამ როდესაც იცი, დღეს
თუ არა ხვალ მოგკლავენ, სინანულზე მეტად იმაზე ფიქრობ, როგორ უშველო თავს - სამწუხაროდ
ასეთია ადამიანის ბუნება.
სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა დანაშაულის პრევენციაა,
თორემ უკვე მომხდარ ფაქრს ვერც სამუდამო პატიმრობა უშველის და ვერც სიკვდილით დასჯა.
Death penalty
Death penalty is the highest measure of
punishment. Causing damage to human’s
life is considered as the one of the most severe punishment. Unfortunately,
certain group of people, still believes that death penalty must be permitted in
every country. Maybe, we still haven’t
reached the higher levels of our development as the technological achievements
aren’t the only way to be developed.
Nowadays, there is no one amongst the
European parties who is considering the
death penalty. Approach to this matter is what makes the Europe and
America differ from each-other the most.
The first European country which
disaffirmed the death penalty no
matter the crime, was Portugal (1867 year), and the last country to erase death
penalty from it’s penal code that was a
member of European Union was England (1999), even though no one has
been executed in England since 1964.
As mentioned before, there are
undeveloped group of people, who has no humanity and still live their
lives as they did in the soviet
union and still want to re-establish
severe punishment, which is unacceptable to the rationally thinking people and
it won’t happen ever again. Cruelty is
never a render. At the end of the
twentieth century, around the world was such kind of political atmosphere
that international departments
disaffirmed the death penalty. However, in some parts of the U.S, Saudi Arabia
and China criminals are still sentenced death penalty.
Society and government should be working together to help remedy felons.
Let’s discuss the number one
democrat country - Norway.
There punishments are softened and the most severe one is the life in
prison ( approximately 25 years) and is comfortably furnished and prisoners aren’t treated as lower level people.
Life is an inviolable human right and
shall be safeguarded by law. In our
penal law’s n.39 part of act is written
the aim of the positive special prevention, which means, that : “1. Punishment
is aimed at the restoration of justice, prevention of new crimes and
resocialization of a criminal. 2. The purpose of punishment shall be fulfilled
through pressure upon the convict and other person in order that they develop a
feeling of responsibility for the protection of law and order. Such forms and
instruments of pressure upon the convict are provided for by the legislation of
Georgia on sentence administration. 3. The purpose of punishment shall not be a
physical suffering of a human being or humiliation of his/her dignity.” Death
penalty won’t eradicate the crime, because the killing will be done once and
won’t be the good enough example for others, vice-versa it may cause the
aggression from the society.
Over 2000
people are executed throughout the world
in a year. With this unpleasant index China is the leader, where annually over
1000 people are sentenced to death. In
2008 there were executed 1781 people. In 2013 this number reached to 7003.
In the old days, in Georgia severe
punishment was only used in time of the
most horrible crimes such as the betrayal of the king and the kingdom, also for
the insult to the king and for the piracy.
According to the king Giorgi the third’s 1170 year’s deed, the death
penalty touched the criminal in case of
“multiple” theft. Execution had it’s own forms such as hanging,
stigmatizing, throwing of the cliff and burning alive.
During the reign of King Tamar, when the
country was in it’s glory, she said no to this kind of punishment, but later,
during the rule of the soviet empire, execution was referred as the means
to clean the country from “dangerous people”.
But in reality, it was the self defence from the people who had different views, who had
power to start a rebellion. The kind of punishment, such as death penalty, was
disaffirmed in Georgia in 11th of November, in 1997. The right to live is the
most important right, which must not be
infringed with or without the help of law. The most clear example of this is
the constitution of Georgia, n.15 part of act: “Life is an inviolable human
right and shall be safeguarded by law. No one shall be condemned to the death
penalty.
A whole lot of research shows that, that
execution doesn’t have an effect which leads to preventing the crimes. Since,
the system of justice can’t prove their truth 100% and that even court makes
mistakes, we can’t address to such kind of punishment, because we can’t be sure
that the executed person isn’t innocent.
The government that pays back to felon and kills him/her is the
vindictive government, that only helps to develop the violence.
Murder is a horrible crime. Even in religion point of view execution is
unjustified. The law of death penalty is an enormous sin, because with it we
aren’t destroying the cruelty, we assist it. I want to use Saint Basil’s
teaching: “You can’t cure cruelty with cruelty, it can only be treated with
kindness”. The life is given by god, and
no one has a right to take it from others. Moreover, when a person is committing
a crime, he/her has time to think about what they’ve done and beg for god’s
forgiveness. Saint fathers say that even a half-minute confession can bring them salcation. Felons
can confess before they meet their death
but when they know that they will be executed they think more about how
to save their lives than about confession – unfortunately, that’s how human
nature works.
The government’s main reason is to
prevent crimes, as we can’t change what has already happened and nor life in
prison, nor death penalty can change it.
ანა პეტროსიანი
* * *
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს,რომ ყველა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული.
არ ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს,რომელიც მიიჩნევს,რომ ყველა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული.
ჩემი აზრით,დამნაშავე ადამიანის სიკვდილით დასჯა დიდი ცოდვაა,ამიტომ მისი მოკვლა და ცოდვილი კაცობრიობის უფრო დამძიმება ნამდვილად არ ღირს.ხშირ შემთხვევაში,როდესაც ადამიანი კლავს სხვა ადამიანს,მას ეს ცოდვა მუდამ ახსენებს თავს,ეს ყველაფერი კი ცუდად აისახება მის ფსიქიკაზე.
მიუხედავად ამ ფაცტორისა,წარსულში მსოფლიოს მასშტაბით ძალზე გავრცელებული იყო სიკვდილით დასჯა,რაც ზოგიერთ შემთხვევაში გამართლებულიც კი იყო.მსგავსი ვითარება იყო მე-11,მე-12 საუკუნეების საქართველოში დავით მე-4 აღმაშენებლის დროს.“დიდი თურქობისას“ განადგურებულ, აოხრებულ,გაღატაკებულ და გათურქებულ საქართველოს მეფე დავითმა დაუბრუნა ენა,მამული და სარწმუნოება.ამასთანავე,საქართველო აქცია კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს რეგიონად.მაგრამ,ამ ყოველივეს მოახერხებდა დავით მე-4 რომ არა უმკაცრესი ზომების მიღება,მათ შორის ადამიანებისთვის სიცოცხლის წართმევა. ამის მსხვერპლს კი შეადგენდნენ,ძირითადად, მოღალატე თავად-აზნაურები.
მიუხედავად ამისა,დღესდღეობით ქართველები ვცხოვრობთ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში.ასე,რომ მსგავსი წესების მიღება საჭირო აღარ არის.თუმცა გარკვეულ ქვეყნებში ადამიანის სიკვდილით დასჯა ჩვეულებრივი ამბავია 21-ე საუკუნეშიც კი. ეს ძირითადად შეეხება ისლამურ სახელმწიფოებს.
ღმერთი არის სახით სამგვაროვანი,მაგრამ არსებით ერთი.იგი ყოველთვის იყო,არის და იქნება.ღმერთი არის ყოვლისშემძლე,რომელმაც შექმნა სამყარო და ყოველი ცოცხალი არსება,მათ შორის ადამიანი.ეს უკანასკნელი შექმნა მიწისგან და ჩაჰბერა სული.თითოეული ქრისტიანი მორწმუნე ადამიანი ღვთის მფარველობის ქვეშაა. როდესაც ჩვენ ხელს აღვმართავთ ადამიანზე, ამით პირველ რიგში ვეწინააღმდეგებით ღმერთს,უარვყობთ მას და ვარღვევთ უფლის მეექვსე მცნებას,სადაც წერია:“არა კაც-ჰკლა.“ისმის კითხვა,თუ რატომ არის მიღებული დასჯის ეს უკიდურესი ზომა მუსლიმებში და არა ქრისტიანებში?ეს იმიტომ რომ ქრისტეს რჯულის მატარებელ მორწმუნე ადამიანს გათვითცნობიერებული აქვს
ყოველივე ზემოთ აღნიშნული და იცის რომ ამ კანონით იგი უარყობს თავის ღმერთს.ხოლო მაჰმადიანებს ჰყავთ ღმერთი-ალაჰი რომელიც სინამდვილეში არ არსებობს,ეს უბრალოდ მათი რწმენაა.ასე რომ,გამოდის რომ,მუსლიმები სიკვდილის დასჯის კანონით არ არღვევენ თავისი რელიგიის პირობებს.
ზემოთ მოყვანილი ჩემი არგუმენტებიდან გამომდინარე უარვყოფ ხალხთა აზრს,იმ თემასთან დაკავშირებით,რომ დამნაშავე სიკვდილით უნდა დაისაჯოს.ეს ქრისტიანობაში ღმერთის უარყოფას ნიშნავს.
თორნიკე კენკებაშვილი
* * *
არ ვეთანხმები საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომლებიც თვლიან რომ საჭიროა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც ადამიანს სიკვდილით დასჯის.
ჩემი აზრით რა სახის დანაშაულიც არ უნდა ჩაუდინოს ადამიანმა სიკვდილით დასჯა გაუმართლებელია. სიცოცხლე არის ის უფლება, როემლიც ადამიანს დაბადებიდანვე ენიჭება. არც ერთი ადამიანი არ არის სიკვდილის ღირსი. არსებობს ადამიანისთვის რაღაცის უნარის, უფლების შეზღუდვა მაგრამ სიცოცხლის წართმევა მეტისმეტია. შენ ამ შემთხვევაში აჭარბებ მონიჭებულ უფლებას, რის გამოც სჯი ადამიანს ანუ დამსჯელი აკეთებს იმას რისთვისაც სჯის სხვას. კანონი არის სამართლის სინონიმი და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას. წარმომიდგინეთ როგორ უნდა უყურო ამას, როგორც სანახაობას ანდა სპექტაკლს. ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, როგორ წყვეტენ ვინა არის მეორე შანსის ღირსი და ვინ არა? როგორ შეიძლება არ გრძნობდე წასუხისმგებლობას იმაზე, რაც შენ გარშემო ხდება? სიკვდილით დასჯა სხვაა და კაცის კვლა სხვა? მაგალითად მინდა ავიღო რევაზ ინანიშვილის ნოველა „წიგნი“. იქ ადამიანს იმიტომ კლავენ რომ იყო ბოლშევიკების მდივანი. იქნებ ამ ადამიანს მისი საქმიანობა სულაც არ ხიბლავდა? იქნებ ის იქ უბრალოდ იმიტომ იყო, რომ ცოლ-შვილი ერჩინა? არსებობს გარემოებები რის გამოც გვიწევს რაღაც დათმობებზე წავლა. ანდაც გიორგი ლეონიძის „მარიტა“ იქ ქოლავენ ციდან ჩამოფრენილ ანგელოზს ღალატის გამო.
როგორც ყოველთვის ამ თემაზე მსჯელობით კიდევ ერთხელ მივედი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში. ვფიქრობ, იქნებ მირჩევნია ბოლო მოვუღოთ 10 კაცის მკვლელს ბოლო მანამ სანამ კიდევ ერთს მოკლავს? მოდი ვთქვათ რა არის სასჯელი? სასჯელი არის სამართლიანობის აღდგენა და დამნაშავის რესოცილაზია, ანუ საზოგანოების ასე ვთქვათ გამოსწორებული სახით დაბრუნება. მაგრამ თუ კი თავიდანვე ჩანს რომ გამოსწორება შეუძლებელია? თუ ადამიანმა გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა და მას 3-4 წელი მიუსაჯეს რა ვქნათ? სერიული მკვლელი გარეთ გამოვუშვათ? თუ ვუყუროთ სამუდამო პატიმრობაში მყოფი ადამიანი ციხეში, როგორ მბრძანებლობს ანდა პირიქით მომხდარის გამო იტანჯება. ზოგჯერ სიკვდილი გამოსავალია. ზოგისთვის ტანჯვას ის წარმოადგენს, რომ ხალხისგან იზოლირებულად მთელი ცხოვრება ოთხ კედელში იცხოვრებს?
მაგრამ ხშირად ასე ხდება რომ ადამიანი არა სიკვდილის. არამედ თავისუფლების აღკვეთის ღირსიც არ არის. მაგალითად ჩვენი იესო ქრისტე. იგი წამებით მოკლეს, იმის გამო რომ ავრცელებდა იმას რისიც სწამდა და ხალხი სრული ჭეშმარიტებისკენ მიჰყავდა. ამ კანონის უარყოფის კიდევ ერთ მაგალითს მოვივან. ამერიკაში ჩადენილი დანაშაულის გამო კაცი სიკვდილით დასაჯეს. სირცხვილით აღსავსე შვილმა ამდენს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. წლების შემდეგ ტექნოლოგია განვითარდა, გაირკვა რომ კაცი დამნაშავე არ იყო. ანუ ჩვენ მოვკალით უდანაშაულო კაცი, ბოლო მოვუღეთ და დიდ ცოდვაში ჩავადგმევინეთ ფეხი. დავუშვით გამოუსწორებელი შეცდომა. მკვლოლობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანს არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არ გვაქვს გვაქვს უფლება ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს. ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადადის. დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ რადგან ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ არამედ ვამრავლებთ. სიცოცხლის დროს ადამიანს შეუძლია მოინანიოს ცოდვები. ეს კანონი არის მარცხი ვინაიდან ის უფლებას გვაძლევს მოვკლათ ადამიანი კანონის სახელით. „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ?“ ყველა ასე რომ მოვიქცეთ ალბად სამყარო სულ გაქრება, და ბოლოს ყველაფერი ისე მოხდება როგორც ღმერთს სურს ჩვენ ვერ ვიქნებით მასზე ჰუმანურები ან მკაცრები.
არ ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომლიც თვლის,რომ საჭიროა კანონით ადამიანის სიკვდილით დასჯა. კანონი უნდა გვიცავდეს, სჭიდეს და არ უნდა კლავდეს. არცერთ ინდივიდს, არც მთავრობას არ აქვს უფლება სიცოცხლე ერთი გასროლით დაუსრულოს ადამიანს.
მარიამ როხვაძე
* * *
მე ვუარყობ მოსაზრებას, იმის შესახებ, რომ სიკვდილით
დასჯა ყველა ქვეყანაში უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული.
სიკვდილით დასჯა, სასჯელის უმაღლესი ზომაა. იგი
ეწინააღმდეგება ადამინის დაბადებისთანავე მინიჭებულ უფლებას, რადგან მიმართული სიცოცხლის
წინააღმდეგ. თუმცა, ამჟამად, საერთაშორისო სამართალი გმობს მას. სწორედ ამისკენ მიგვითითებს
და გვასწავლის რელიგია. ის დანაშული და დიდი ცოდვაა უფლის მიმართაც. ჩვენ არ გვაქვს
უფლება, მის მიერ მინიჭებული სიცოცხლის განადგურების. რადგან ამ საქციელით „სისხლს,
სისხლით ვბანთ“. აღმოფხვრის მაგიერ, ვამრავლებთ მას. ბასილი დიდი ამბობს - „ბოროტებას
ბოროტებით ვერ განკურნავ, მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ქართველი ერის სულიერი
მამა, ილია ჭავჭავაძე, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა სიკვდილით დასჯას.
მან საკუთარი დამოკიდებულება შესანიშნავად გამოხატა მოთხრობა „სარჩობელაზედ“-ში.
სამწიხაროდ ადამიანებს სხვადასხვა რამ ჰგონიათ
სიკვდილით დასჯა და კაცის კვლა. თუ ყველა დავეთანხმებით გამონათქვამს „თვალი თვალის
წილ, კბილი კბილის წილ“ ამით ხომ შეიძლება ქვეყანა განადგურდეს და არავინ დარჩეს მასზე.
მაგრამ, ვინ წყვეტს ვინ არის სიკვდილის ღირსი?
ხშირ შემთხვევაში ეს არის ბრბო, რომელიც გაუწონასწორებელი, აჟიტირებული და იმ
მომენტისთვის არაფრის მცოდნე ადამიანებისგან შედგება. ისინი უსაფუძვლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს.
ამ დროს ერთმევათ აზროვნების უნარი და მათი ტვინი ერთი და იმაცე სიგნალს იღებს. ნუთუ
შეიძლება ადამინის სიცოცხლე მათ ვანდოთ ?! პიროვნების ყველაზე მთავარი უფლება არაფრად
ჩავაგდოთ ?! სწორედ ეს ხდება მარიტაში, სადაც უდანაშაულო, ულმობელ არსებას კლავენ.
ასევე ეშმაკის ქვაში, როცა ბრბოს აყოლილი ადამინი, საკუთა საქციელს ვერ განსაზღვრავს.
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მრავალი მძიმე
დანაშაული აქვთ ჩადენილი. იქნებ მათი დროულად მოკვლით რამდენიმე პიროვნების სიცოცხლე
გვეხსნა. მაგრამ არა ! ჩვენ ხშირად გვავიწყდება მეექვსე მცნება „არა კაცთ-ჰკლა“. თავად
იესოს მაგალითში, ის ჯვარზე გააკრეს და ისე აწამეს. მან თქვა „შეუნდე მათ, რათა არ
იციან, რასა იქმან!“ ამიტომ ჩვენ ვინ ვართ, რომ მას შევეწინააღმდეგოთ, არ დავუჯეროთ.
ადამინს შეგვიძლია შევუზღუდოთ ყველა ის უფლება, რისი შეზღუდვაც დასაშვებია და საზოგადოებაში
დავაბრუნოთ გამოსწორებული. თუ ეს არ მოხერხდა, ეს პირი უნდა იმყოფებოდეს სამუდამო პატიმრობაში.
ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამინს უმიზეზოდ აპატიმრებენ.
წლების შემდეგ კი ის საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს, ახლად ნაპოვნი სამხილებით. რა
მოხდებოდა ის რომ მოგვეკლა? მაშინ ხომ უმიზეზოდ გამოვასალმებდით სიცოცხლეს ? სწორედ
ეს ხდებოდა 1937 წლის ე.წ. „რეპრესიების“ დროს, როდესაც ყველა იმ ადამიანს ხვრეტდნენ,
ვისზეც ეჭვს მიიტანდნენ. უმრავლესობა მოკლულებისა კი უდანაშაულო იყო.
უკვე მომხდარ ფაქტს, ვერც სამუდამო პატიმრობა უშველის
და ვერც სიკვდილით დასჯა. დაზარალებულთა ოჯახისთვის არანაირი აზრი არ აქვს, როგორ მიეზღვება
მკვლელს. ამიტომ სჯობს საპატიმროში დაინტერესდეს რაიმე საქმით და ეს სრულიად უსასყიდლოდ
აკეთოს. პატიმრობის დროს, მას აქვს საშუალება მოინანიოს ცოდვები, უფალს შენდობა სთხოვოს
და გამოსწორებული დაუბრუნდეს საზოადოებას, ან განწმენდილი წავიდეს იმქვეყნად.
აქედან გამომდინარე, მათელია, რომ კაცის კვლასა
და სიკვდილით დასჯას შორის არანაირი განსხვავები არ არის. ორივე დანაშაული და დიდი
ცოდვაა უფლის მიმართ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მის მიერ ნაჩუქარი სიცოცხლის განადგურების
. იესოს ყველაფრის შენდობა შეუძლია და ჩვენ, მასთან შედარებით არაფერნი ვართ.
ნინო ტაბატაძე
***
არ ვეთანხმები საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც
ფიქრობს, რომ სიკვდილით დასჯა ყველა ქვეყანაში
დაშვებული უნდა იყოს.
ისტორიამ გვაჩვენა, რამდენად შემზარავია როდესაც ადამიანბს ხოცავენ. ეპოქების ცვლადთან ერთად იცვლებოდა დასჯის წესები და ისინი უფრო შემზარავი ხდებოდა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე რომის იმპერატორები უბრალო ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ ნებისმიერი ბრალდების გამო. შუა საუკუნეენში კი გავრცელებულიიყო ადამიანთა მკვლელობა რელიგიური თვალსაზრისით. მაგალითად ბართლომეს ღამე, როდესაც შარლ მეცხრემ დედამისის და ჰერცოგი გიზების რჩევით მასიური მკვლელობა მოაწყო პარიზის ქუჩებში. კათოლიკეები ხოცავდნენ ჰიგენოთებს და ყველაზე საშინელი ის იყო რომ შეიძლებოდა მეგობარს მეგობარი მოეკლა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უბრძანეს. ამგვარი ხოცვა ჟლეტა თანამედროვე ისტორიაშიც ხდებოდა და ყველაზე მასიურად XX საუკუნეში, როდესაც მსოფლიოს რამდენიმე დიქტატორი ჰყავდა. მაგალითად ადოლფ ჰიტლერი ახორციელებდა გენოციდს ებრაელების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დუჩეს ხელს უშლიდნენ ქვეყნის ერთპიროვნულ მართვაში, ან თუნდაც საბჭოთა კავშირში გავრცელებული დახვრეტები, როდესაც უბრალოდ აზრის გამოთქმის გამოც შეიძლებოდა დაეხვრიტათ ასობით და ათასობით ადამიანი და მაინც ამ ყველაფრის შემდეგ ხალხს უჩნდება სურვილი თქვას, რომ სიკვდილით დასჯა დაშვებული უნდა იყოს.
მოვიყვან მაგალითს, რომელიც უდიდესი მსხვერპლია კაცობრიობისთვის. ყველაზე დიდი დანაშაული რომელმაც სიამოვნება მოჰგვარა უგუნურთ. საუკუნეების წინ ჯვარს აცვეს იესო. მესია რომელიც მოღვაწეობდა იმისთვის რომ ხალხს ერწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და სამაგიეროდ რა მიიღო? დამცირება, შურაწყოფა და ყველაზე შშინელი რამ ის მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს დაეკმაყოფილებინათ თავისი ველური ბუნება.ახლა კი ყველა აპროტესტებს ამას მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს რომ სიკვდილით დასჯა გამართლებულია, ეს ხომ მარაზმია და სხვა არაფერი, როგორ შეიძლება აპროტესტებდე და თან ეთანხმებოდე ერთსა და იმავეს.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არსებობს დანაშაულების კატეგორია, რომელიც აუცილებლად სასტიკად უნდა დაისაჯოს და მათ შორის ყველაზე მძიმეა ტერაქტი. მაგალითად 2015 წლის ყველაზე გახმაურებული ტერორისტული აქტი რომელიც საფრანგეთში მოხდა და აღაშფოთა მოფლიო. პირველი პირები. მინისტრები უბრალო ადმიანები ამოდიოდნენ და აპროტესტებდნენ ამას, ისინი ამბობდნენ, რომ ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ ფრანგ ხალხზე ეს იყო თადასხმა სიტყვის თავისუფლებაზე. ტერაქტი 2015 წლის 7 იანვარს შარლი ებდოში მოხდა სადაც ორმა მუსლიმმა მოკლა შარლი ებდოს 10 ჟურნალისტი და 2 პოლიციელი, ერთ ერთი მათგანი დააკავეს მეორემ კი გაქცევა მოახერხა და თავი ისლამურ სახელმწიფოს შეაფარა. ამ მაგალითით მინდა ვთქვა, რომ ეს ტერაქტი კვლავ მოსალოდნელია. ის შეიძლება ჩვენთან ან როელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში მოხდეს ამიტომ მსოფლიომ რამე უნდა იღონოს, რომ შეაჩეროს მუსლიმური სახელმწიფო რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება და აწყობს ტერაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ შემთხვევაში აჯობებს ერთეულები დაიხოცონ კაცობრიობის გადასარჩენად.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გვახსოვდეს ისაა რაც ბიბლიაში წერია. ჩვენს წმინდა წიგნში ნათქვამია, რომ უფალმა შექმნა სამყარო და ყველა სულიერი რომელიც დაიარება და მხოლოდ უფალს შეუძლია წაართვას სიცოცხლე მათ. ამიტომ თუ ჩვენ სიკვდილით დავსჯით ნებისმიერს გამოვა რომ ჩვენ მასზე უარესი დამნაშავეები ვართ რადგან ჩვენ ხელვყოფთ სხვის სიცოცხლეს და ეს ყველაზე დიდი ცოდვაა უფლის წინაშე.
სწორე ამიტომ მიმაჩნია რომ ადამიანებმა არ უნდა დაუშვან სიკვდილით დასჯა რადგან ამ შემთხვევაში ყველა ჩვენგანი დამნაშავე და ცოდვილი იქნება.
ისტორიამ გვაჩვენა, რამდენად შემზარავია როდესაც ადამიანბს ხოცავენ. ეპოქების ცვლადთან ერთად იცვლებოდა დასჯის წესები და ისინი უფრო შემზარავი ხდებოდა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე რომის იმპერატორები უბრალო ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ ნებისმიერი ბრალდების გამო. შუა საუკუნეენში კი გავრცელებულიიყო ადამიანთა მკვლელობა რელიგიური თვალსაზრისით. მაგალითად ბართლომეს ღამე, როდესაც შარლ მეცხრემ დედამისის და ჰერცოგი გიზების რჩევით მასიური მკვლელობა მოაწყო პარიზის ქუჩებში. კათოლიკეები ხოცავდნენ ჰიგენოთებს და ყველაზე საშინელი ის იყო რომ შეიძლებოდა მეგობარს მეგობარი მოეკლა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უბრძანეს. ამგვარი ხოცვა ჟლეტა თანამედროვე ისტორიაშიც ხდებოდა და ყველაზე მასიურად XX საუკუნეში, როდესაც მსოფლიოს რამდენიმე დიქტატორი ჰყავდა. მაგალითად ადოლფ ჰიტლერი ახორციელებდა გენოციდს ებრაელების მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დუჩეს ხელს უშლიდნენ ქვეყნის ერთპიროვნულ მართვაში, ან თუნდაც საბჭოთა კავშირში გავრცელებული დახვრეტები, როდესაც უბრალოდ აზრის გამოთქმის გამოც შეიძლებოდა დაეხვრიტათ ასობით და ათასობით ადამიანი და მაინც ამ ყველაფრის შემდეგ ხალხს უჩნდება სურვილი თქვას, რომ სიკვდილით დასჯა დაშვებული უნდა იყოს.
მოვიყვან მაგალითს, რომელიც უდიდესი მსხვერპლია კაცობრიობისთვის. ყველაზე დიდი დანაშაული რომელმაც სიამოვნება მოჰგვარა უგუნურთ. საუკუნეების წინ ჯვარს აცვეს იესო. მესია რომელიც მოღვაწეობდა იმისთვის რომ ხალხს ერწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და სამაგიეროდ რა მიიღო? დამცირება, შურაწყოფა და ყველაზე შშინელი რამ ის მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს დაეკმაყოფილებინათ თავისი ველური ბუნება.ახლა კი ყველა აპროტესტებს ამას მაგრამ ზოგიერთი მიიჩნევს რომ სიკვდილით დასჯა გამართლებულია, ეს ხომ მარაზმია და სხვა არაფერი, როგორ შეიძლება აპროტესტებდე და თან ეთანხმებოდე ერთსა და იმავეს.
თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არსებობს დანაშაულების კატეგორია, რომელიც აუცილებლად სასტიკად უნდა დაისაჯოს და მათ შორის ყველაზე მძიმეა ტერაქტი. მაგალითად 2015 წლის ყველაზე გახმაურებული ტერორისტული აქტი რომელიც საფრანგეთში მოხდა და აღაშფოთა მოფლიო. პირველი პირები. მინისტრები უბრალო ადმიანები ამოდიოდნენ და აპროტესტებდნენ ამას, ისინი ამბობდნენ, რომ ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ ფრანგ ხალხზე ეს იყო თადასხმა სიტყვის თავისუფლებაზე. ტერაქტი 2015 წლის 7 იანვარს შარლი ებდოში მოხდა სადაც ორმა მუსლიმმა მოკლა შარლი ებდოს 10 ჟურნალისტი და 2 პოლიციელი, ერთ ერთი მათგანი დააკავეს მეორემ კი გაქცევა მოახერხა და თავი ისლამურ სახელმწიფოს შეაფარა. ამ მაგალითით მინდა ვთქვა, რომ ეს ტერაქტი კვლავ მოსალოდნელია. ის შეიძლება ჩვენთან ან როელიმე სხვა ევროპულ ქვეყანაში მოხდეს ამიტომ მსოფლიომ რამე უნდა იღონოს, რომ შეაჩეროს მუსლიმური სახელმწიფო რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება და აწყობს ტერაქტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ შემთხვევაში აჯობებს ერთეულები დაიხოცონ კაცობრიობის გადასარჩენად.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გვახსოვდეს ისაა რაც ბიბლიაში წერია. ჩვენს წმინდა წიგნში ნათქვამია, რომ უფალმა შექმნა სამყარო და ყველა სულიერი რომელიც დაიარება და მხოლოდ უფალს შეუძლია წაართვას სიცოცხლე მათ. ამიტომ თუ ჩვენ სიკვდილით დავსჯით ნებისმიერს გამოვა რომ ჩვენ მასზე უარესი დამნაშავეები ვართ რადგან ჩვენ ხელვყოფთ სხვის სიცოცხლეს და ეს ყველაზე დიდი ცოდვაა უფლის წინაშე.
სწორე ამიტომ მიმაჩნია რომ ადამიანებმა არ უნდა დაუშვან სიკვდილით დასჯა რადგან ამ შემთხვევაში ყველა ჩვენგანი დამნაშავე და ცოდვილი იქნება.
ქრისტინე მიქავა
კარგია, თუმცა ზედმეტად ჩახლართულია. თუ გამოაქვეყნებთ მსგავსს, უფრო მარტივი ენით დაწერილს, ვფიქრობ, უფრო მეტ არამიანს დაეხმარებით.
ОтветитьУдалить