საიდან გაჩნდა პროექტის იდეა?
მეცხრე კლაში ისწავლება ილია ჭავჭავაძის "სარჩობელაზედ", ერთ-ერთი ძმის სიკვდილით დასჯამ საშინელი რეაქცია გამოიწვია, მოსწავლეებში გაჩნდა პროტესტი, გაიმართა დისკუსია, დავინტერესდნენ ამ საკითხით, ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად დავიწყეთ საკითხის შესწავლა. რამაც მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია. ვიმსჯელეთ და გამოვყავით ის საკითხები, რომლებიც ამ თემას შეეხებოდა და შევუდექით მუშაობას.